აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მედია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი პრაიმერიზის მხოლოდ იმ გამოკითხვებზე არიან ფოკუსირებული, რომელთა შედეგებითაც ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩამორჩება.
ბაიდენის მტკიცებით, მრავალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ მიმდინარე პრაიმერიზში ის ტრამპს უსწრებს.
„ბოლო ხუთი გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც თქვენ არ აშუქებთ, მე ვიმარჯვებ. ზედიზედ ხუთი. თქვენ არ ადევნებთ თვალს The New York Times-ს, შესანიშნავ გაზეთს“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში დღეს ე.წ. სუპერ სამშაბათია. აშშ-ის 15 შტატში ამომრჩევლები პრეზიდენტობის ორივე პარტიის კანდიდატებს ირჩევენ.