რატი იონათამიშვილი – ლგბტ პროპაგანდაზე: ოპოზიციას რომ ადამიანის უფლებები არასდროს ადარდებდა, ეს ვიცით
ოპოზიციას რომ ადამიანის უფლებები არასდროს ადარდებდა, ეს ვიცით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სად დგანან ისინი, მათ აინტერესებთ ადამიანის უფლებები, ის ინტერესები რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, თუ არიან პროპაგანდის მხარეს და არიან ყველა სიბინძურის შემსრულებლები სინამდვილეში?“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.