მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა კვალიფიციური ადამიანური რესურსია
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების დეფიციტი დაასახელა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სექტორის კვალიფიციური კადრებით უზრუნველსაყოფად სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
“დღევანდელი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია…ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამინისტროსთან ერთად, ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს ისეთი გადამზადების, პროფესიული განათლების პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მსურველების გადამზადებას და დამსაქმებლებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის ხელმისაწვდომობას”, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.