მარიამ ქვრივიშვილი: რუსული ავიაკომპანიის მიერ ბაზარზე შემოტანილ წილზე იქნება 1%, 3% თუ 5%, ყველა შედეგს მივესალმებით
რა თქმა უნდა, ეს იქნება 1%, 3% თუ 5%, ჩვენ ყველა შედეგს მივესალმებით, რადგან თითოეულ პროცენტს აქვს თავისი კონკრეტული წილი ტურისტული ნაკადების გზაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტის კითხვის – კმაყოფილია თუ არა რუსული ავიაკომპანიის მიერ ბაზარზე მოტანილი 3%-იანი წილით – საპასუხოდ განაცხადა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ყველა ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა გრძელდება იმისთვის, რომ სიხშირეები და გამტარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„შედეგების გაუმჯობესება ყველა მიმართულებით ჩვენი ამბიციური გეგმაა. რა თქმა უნდა, დღესაც გულწრფელად ვთქვით, რომ მიმდინარე წლის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ყველა ავიაკომპანია, რომელსაც ტურისტები შემოჰყავთ, ჩვენ გვინდა, რომ მათი სიხშირეები გაიზარდოს იმისთვის, რომ გაიზარდოს გამტარიანობა.
რა თქმა უნდა, იქნება ეს 1%, 3% თუ 5%, ჩვენ ყველა შედეგს მივესალმებით, რადგან თითოეულ პროცენტს აქვს თავისი კონკრეტული წილი ტურისტული ნაკადების გზაზე და რა თქმა უნდა, თავისი კონტრიბუცია შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ავიაკომპანიასთან თანამშრომლობას და ურთიერთობას იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი სიხშირეები”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.