საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს ალექსანდრე სარიშვილმა დედის დღე მიულოცა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად დედის დღე მიულოცა.

სარიშვილმა დედებს მხნეობა უსურვა.

“მინდა დედის დღე განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ. მხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული გმირების დედებს, 300-300 ლარი საბანკო ანგარიშზე დაურიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები