ცნობილი ამერიკელი დიზაინერი, აირის აპფელი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი დიზაინერი და მოდის აიქონად წოდებული აირის აპფელი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

მოდის ხატი, ბიზნესვუმენი და კრეატიული სულისკვეთების მქონე ქალი აირის აპფელი წელს 103  წლის გახდებოდა. მისმა უნიკალურმა ხედვამ სტილისა და დიზაინის შესახებ წარუშლელი კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიაში.

აირის აპფელი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ქალი იყო მოდის სამყაროში. მისი უზარმაზარი გარდერობი შეიძლება მე-20 საუკუნის მოდის ისტორიის მაგალითი გახდეს. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექსტილის ფირმის, Old World Weavers-ის დიზაინერი, კოლექციონერი და შემქმნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები