სერგეი ლავროვი: დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის გზით მიდის

დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის გზით მიდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, კიშინევმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების ორგანიზებით, დეპუტატთა ე.წ. ყრილობამ, მოლდოვის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური ბლოკადის გამო, რუსეთს დახმარებისთვის მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები