სიცოცხლე გაყინვისა და კლინიკური სიკვდილის შემდეგ – კანადელი ბავშვის ისტორია
ცოცხლად გაყინვა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარდაცვალებაა. დღევანდელი ჩვენი ისტორიის გმირი არის კანადელიპატარა გოგონა, რომელმაც სხეულის გადაციების შედეგად კლინიკური სიკვდილი განიცადა, მაგრამ გადარჩა.
2001 წლის 23 თებერვალს წლინახევრის ერიკა ნორდბი სახლიდან გავიდა. თოვლიანმა ამინდმა და ძლიერმა ქარმა ბავშვი არ შეაჩერა. საშინელებაა ისაა, რომ სახლიდან გასულ პატარას მაშინ მხოლოდ პამპერსი და მაისური ეცვა, რომლებმაც ცხადია, ბავშვი ვერ დაიცვა -24°C ტემპერატურისას. ძალიან მალე ერიკა, უბრალოდ, თოვლში გაიყინა.
ალბათ, ყველას გაუჩნდა კითხვა: „როგორ მოხდა ისე, რომ ასეთი პატარა გოგონა ქუჩაში მარტო აღმოჩნდა?“
საქმე ისაა, რომ იმ დროს ერიკას დედას, ლეილას ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ ქალიშვილი გვერდით არ ჰყავდა და მისი ძებნა დაიწყო.
გოგონას კვალდაკვალ წასულმა, ლეილამ თოვლში გაყინული შვილი იპოვა. შეშინებულმა დედამ გოგონა სახლში წაიყვანა, თბილ საბანში გახვია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მისულმა მედიკოსებმა ერიკა საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც სპეციალურ აპარატს შეუერთეს და მის პატარა სხეულში კლავ სიცოცხლე დააბრუნეს.
როდესაც ერიკა საავადმყოფოში მიიყვანეს, უკვე ორი საათის განმავლობაში არ ჰქონდა პულსი, ხოლო სხეულის ტემპერატურა 16 გრადუს შეადგენდა. გოგონა კლინიკურად გარდაცვლილად ითვლებოდა და ექიმებმა სასწაულად შერაცხეს მისი გარაჩენა.
გარდა ამისა, ბავშვს გაყინული კიდურების ამპუტაციაც კი არ დასჭირდა.