მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების შესახებ კომენტარი საგულდაგულოდ იყო გააზრებული

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ყველა კომენტარი უკრაინასა და რუსეთს შორის ომზე საგულდაგულოდ იყო გააზრებული, მათ შორის უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების საკითხიც. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

„ყველაფერი, რაც აუცილებელია უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დამარცხება უზრუნველვყოთ, რამაც შეაშფოთა რამდენიმე ევროპელი მოკავშირე, მათ შორის გერმანია.

ეს საკმარისად სერიოზული საკითხებია; ყოველი სიტყვა, რასაც მე ვამბობ ამ საკითხთან დაკავშირებით, აწონ-დაწონილია, გააზრებული და გაზომილია“, – აღნიშნა მაკრონმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, 27 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის საკითხი არ უნდა გამოირიცხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები