რატი იონათამიშვილი: “ვეტინგზე” საუბრობენ უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას ცდილობენ
ეს არის მათი მცდელობა, რომ რაიმენაირად შელახონ არა მხოლოდ მართლმსაჯულება, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტი,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ე.წ. ვეტინგის სისტემაზე საუბრისას აღნიშნა.
დეპუტატის თქმით, ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაზრდილია.
“ფაქტია, რომ ქართული სასამართლოები ყველა საერთაშორისო კვლევაში მოწინავე ადგილს იკავებენ. ფაქტია, რომ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასამართლოს მიმართ. ასევე, ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოებში ქართული სასამართლო წარმატებას წარმატებაზე. ყოველივე ამის ფონზე, ვეტინგზე საუბარი არის, ერთი მხრივ, უთავმოყვარეო ადამიანების მსჯელობის საგანი და, მეორე მხრივ, ეს არის მათი მცდელობა, რომ რაიმენაირად შელახონ არა მხოლოდ მართლმსაჯულება, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტი,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.