ბაიდენი: უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები მძიმეა

President Joe Biden speaks during a news conference with Finland's President Sauli Niinisto at the Presidential Palace in Helsinki, Finland, Thursday, July 13, 2023. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში კონგრესის უმაღლეს ლიდერებთან შეხვედრის წინ უკრაინის დახმარების გადაუდებელ აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

„ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები მძიმეა. მე ვესაუბრე G7-ის ზოგიერთ პარტნიორებს. ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ შაბათს ბაიდენმა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს და კონგრესის წევრებს მოუწოდა, ორკვირიანი შესვენებიდან დაბრუნებულიყვნენ და უკრაინისთვის საჭირო დახმარება დაემტკიცებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები