დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას განიხილავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტუსკმა ეს განცხადება პრაღაში ვიზიტის დროს გააკეთა, როდესაც ათასობით პოლონელი ფერმერი ვარშავის ქუჩებში, უკრაინიდან საკვების იმპორტისა და ევროკავშირის წესების წინააღმდეგ, ეროვნული დროშებით ხელში გამოვიდა.
„ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკრაინულ მხარესთან, რომ საჭირო იქნება ემბარგოს გაფართოება სხვა პროდუქტებზე, თუ ევროკავშირი არ იპოვის უფრო ეფექტურ გზებს ევროპისა და პოლონეთის ბაზრების დასაცავად“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.