ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო
“საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ წარმატების მომტანი იქნება.
„ნებისმიერი ნაბიჯი საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო. ეს აჩვენა იმ საქმემ, რაც ამ ადამიანებს აქვს გაკეთებული თავიანთ სტრუქტურებში და არაერთი იყო ასეთი სტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი მათთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც კიდევ ერთხელ წარმატებული იქნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.