ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში სამართალდამცავი სისტემა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში არის ჩამოყალიბებული
“საქართველოში სამართალდამცავი სისტემა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში არის ჩამოყალიბებული,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებით კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, საჭირო გახდა სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება.
„საქართველოში სამართალდამცავი სისტემა არის ჩამოყალიბებული თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში. ამავდროულად, მთავრობას გააჩნია გარკვეული კოორდინაციის უფლებამოსილებები, სამართალდამცავ სტრუქტურებთან მუშაობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით, ამ კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, სწორედ საჭირო გახდა ასეთი სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.