ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად ისაუბრა, რომ ბლაჟევიჩის, როგორც უცხო ტრენერის მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები

“მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად ისაუბრა, რომ ბლაჟევიჩის, როგორც უცხო ტრენერის მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე მუშავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად არ განხორციელდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად არ განხორციელდეს. როდესაც უცხო ქვეყნის ძალები ფინანსებით, თუ კონკრეტული ადამიანური რესურსებით ცდილობენ, რომ შენს ქვეყანაში არეულობები მოაწყონ და კონკრეტული სცენარები განავითარონ, არ შესრულდეს და ვერ განხორციელდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები