მედია: რუსეთში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს

რუსეთში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ და „სოტა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ვასილი დუბკოვი თან ახლდა ალექსეი ნავალნის დედას, ლუდმილა ივანოვნას სალეხარდში, როდესაც ის შვილის ბედის გარკვევას და მისი ცხედრის დაბრუნებას ცდილობდა.

„წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები