18 სექტემბერი

10:30
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI-ე კორპუსში, პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საინფორმაციო ცენტრში პირადად გაეცნობა. მისამართი: კოსტავას 77
10:30
გურჯაანში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “რთველი 2014″–ის საკოორდინაციო შტაბს ეწვევა და კახეთში მიმდინარე რთველის მონიტორინგს გაეცნობა.
10:30
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მთარგმნელის, პოეტისა და მხატვრული თარგმანის თეორეტიკოსის გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მხატვრული თარგმანი – ერებისა და ლიტერატურების შეხვედრის ადგილი“ გაიხსნება.
11:00
„კვირას“ პრესკლუბში, იურისტი და ექსპერტი ლევან ალაფიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის საკითხი იქნება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
“ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება დეპუტატის უფლებამოსილებებზე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისამართი: ვაზისუბნის ქ. № 7 საკონტაქტო პირი: ელენე გამეზარდაშვილი 577 17 75 17

11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე, დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის გამზირი N144
11:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი დათუნა მოდებაძე, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პოლიციის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების ჩადების ფაქტები და მტკიცებულებები. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების 36.
11:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისის პარლამენტი, დარბაზი N304
11:00
ჩეხეთის საელჩოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS) მრგვალ მაგიდას გამართავს. დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ საშუალება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელების დინამიკას, არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს გაეცნონ. საკონტაქტო პირი: ანა ლუტიძე 558 89 2727
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ბათუმის ყოფილი მერი, ყოფილი დეპუტატი ასლან სმირბა, ადვოკატ ილია წულუკიძესთან ერთად მურმან დუმბაძის საკითხზე და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას გააკეთებს.

11:00
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციები – “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “საზოგადოებრივი დამცველი” შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის იოსებ აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: მელიტონ ქანთარიას ქ. №11 ა (ყოფილი გაგარინის მე-2 შესახვევი), 0 სართული.
11:00
მესტიაში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად, კონფერენციას გამართავს. თემა: „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“. მისამართი: მესტია, ერეკლე ფარჯიანის N25, პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“
11:30
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატთა ალიანსი” კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის გაეროში ჩაშლილ ვიზიტზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
„კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

12:00
“პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენციას დაესწრებიან.
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
12:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი – “საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის განვითარება საქართველოში“ საწყის სემინარს ჩაატარებს. თემა: “აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2014-2016 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა“. ქუთაისი, დარბაზი N303
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, პრეზიდენტის გაეროში ჩაშლილ ვიზიტზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

12:00
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: აღმაშენებლის გამზ. №123 საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირი
12:00
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
12:15
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, პრეზიდენტის გაეროში ჩაშლილ ვიზიტზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:30
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ლაღიძის წყების მთავარი ტექნოლოგი ნანა ჩახაია და მიტროფანე ლაღიძის შვილიშვლები თორნიკე და დიანა ლაღიძეები კომპანია „ლაღის“ მიერ უკანონოდ „ლაღიძის წყლების“ გამოყენების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ციხეებში პატიმრების მდგომარეობაზე, გარდაცვლილ პატიმარზე, დანაშაულის სტატისტიკურ მაჩვენებელზე, პრეზიდენტის გაერში ვიზიტზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
სასტუმრო “ამბასადორის” დიდ საკონფერენციო დარბაზში, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) პროექტის „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: შავთელის ქ. 13
13:00
„კვირას“ პრესკლუბში, ვეტერანი სპორტსმენები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ციგურაობის ფედერაციაში არსებული პრობლემები და ფედერაციის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
13:00
“პირველ პრესკლუბში” დევნილი ბიზნესმენის მინდია ქაშიბაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროკურატურა წინა ხელისუფლების “ტრადიციას” აგრძელებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები პატიმარ გენადი ჯელაძის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ.

13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე-მოსასმენი აპარატურის შესახებ პრეზიდენტის ვიზიტზე გაეროში, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე ბრიფინგს გამართავს.
15:00
ქ. ფოთში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, ფოთის სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესს დაესწრება. თემა: ხობის საკრებულო არ არეგისტრირებს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ფრაქციას. საკონტაქტო ნომერი: 599 21 41 04
16:00
მთავრობის ადმინისტრაციის მე-8 სართულზე, ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საფრანგეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.
17:00
ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრ “ლანგეითში”, ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ავიაკვირეულის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება.
18:00
“ივენთ-ჰოლში” თბილისის მერი დავით ნარმანია, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების დიპლომების გადაცემის მე-20-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

18:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, გიორგი (გოგი) როინიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
20:00
NEW
ქ. ფოთში, კომპანია “დუტი ფრი ალიანსი“, რომელიც გერმანული ჰოლდინგის “დუტი ფრი ინთერნეიშენალი” წევრია ახალ საწყობის გახსნის (საბაჟო ტერმინალი) პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ყველა მსურველს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები