ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და მის მოადგილე გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ურთიერთშელაპარაკება სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომ ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარკამპანიას ემსახურება.

„სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძირითადად თქვენს პირად პიარსამსახურის ფუნქციას ასრულებს და ბარემ ჩაგვეწერა, რომ ის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის გამოსწორებისთვის ან მისი იმიჯის შექმნისთვისაა“,- მიმართა სიორიძემ კალანდარიშვილს.

ცესკოს თავმჯდომარემ კი მისი მისამართით განაცხადა, რომ კომისიაში არსებული ფუნქციები ვერ გაურკვევია.

„გამოსასწორებელი ვის რა აქვს? რას ნიშნავს ეს? მგონი, თქვენ დღემდე ფუნქციები ვერ გაგირკვევიათ, რას აკეთებს სპიკერი, რას აკეთებს სტრატკომი“,- მიმართა კალანდარიშვილმა სიორიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები