„მე მკვდარი ვარ“ – შემზარავი წერილი „დროის კაფსულიდან“

2016 წლის ზაფხულში აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ალბუკერკეში ერთ-ერთი სკოლის სარემონტო სამუშაოების დროს მშენებლებმა „დროის კაფსულა“ აღმოაჩინეს,  რომელიც 1968 წელს იყო ჩამარხული. შუშის ბოთლში უმცროსი კლასების მოსწავლეების წერილები იყო მოთავსებული. მსგავსი რამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დიდი ხანია, ხდება. როგორც წესი, წერილებში სკოლის მოსწავლეები თავიანთ წარმოდგენებს წერენ მომავლის, მაგალითად, მფრინავი მანქანების შესახებ, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთი წერილის შინაარსმა დიდი ყურადღება მიიპყრო. წარწერის მიხედვით, ის დაწერა ბიჭუნამ, სახელად – გრეგ ლი იანგმენმა. თუმცა, სკოლის არქივში ასეთი ბიჭის შესახებ ცნობა არ იძებნება. შემზარავად გამოიყურებოდა ტექსტი:

„მე მკვდარი ვარ. დავდივარ მონტგომერის სკოლაში. ეს სკოლის ძველი დასახელებაა. დავიბადე 1900 წელს, მაგრამ ახლა მკვდარი ვარ. ჩემი საყვარელი საქმეა პოლიციელების შეშინება. ვუკრავ გიტარაზე. ახლა 10 წლის ვარ. შევხვდებით მოგვიანებით, დებილებო“.

ადგილობრივი ჟურნალისტები ცდილობდნენ იდუმალებით მოცული ბიჭუნას პოვნას, მაგრამ მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. შემაძრწუნებელი წერილი შესაძლოა, ერთ-ერთი მოსწავლის ცუდი ხუმრობა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები