ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები