„მარგველაშვილს მიაჩნია, რომ „ჟილკაობაში“ აჯობა სხვას და ბურთი ახლა მასთან არის“

მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ჟილკაობაში“ აჯობა სხვას და ბურთი ახლა მასთან არის, სხვები კი პამპულები არიან, – ამის შესახებ პეტრე მამრაძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში საუბრობს. მამრაძე ინტერვიუში წარსულს იხსენებს და გიორგი მარგველაშვილის 2001 წლის ინტერვიუზე საუბრობს.
„2001 წელს მარგველაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით „ნიჩურტა – მე ქართველი ვარ“, სადაც წერდა, რომ ჩვენთან მიმდინარეობს პამპულობა და სახელმწიფობანას თამაში, სადაც იგებს ის, ვინც სხვას უკეთესად უჟილკავებს. ჟილკაობით ვინც ბურთს დაეუფლება იმ მომენტში, ის მოიგებს, სხვები კი პამპულები არიან, ბურთს რომ წაგართმევენ შენ ხდები პამპულა, ხოლო ოცნება ქართულ სახელმწიფოზე მხოლოდ ილუზიააო – აშკარაა, რომ პრეზიდენტმა არჩევის შემდეგ მარგველაშვილი სწორედ ასე უდგება თავის ფუნქციას. მას მიაჩნია, რომ „ჟილკაობაში“ აჯობა სხვას და ბურთი ახლა მასთან არის, სხვები კი პამპულები არიან… მთავრობას შეუძლია მიიღოს განკარგულება იმის თაობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს სააკაშვილის ყოფილ შენობებს. შეიძლება გამოსცენ განკარგულება იმის თაობაზე, რომ მიზანშეწონილი არ არის პრეზიდენტის ამ შენობაში ყოფნა ფინანსური ან სხვა მიზეზის გამო და იმავე გადაწყვეტილებაში მიუთითონ, რომელი ფართი ეძლევა პრეზიდენტს სამუშაოდ. როცა საპარლამენტო ან ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევენ, ის თავისი დეკრეტით არ წყვეტს, რომელი შენობა დაიკავოს. ეს საკითხი რეგულირდება კანონით, რომელსაც პარლამენტი იღებს და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. ჩვენთანაც იგივეა“, – განუცხადა „რეზონანსს“ მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები