რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული უკვე 20-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 20-ზე მეტი ჩრდილოეთკორეული წარმოების რაკეტა გამოიყენეს.
საუბარია Hwasong-11 (KN-23/24) ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე.
ფხენიანში წარმოებული რაკეტების გამოყენების შედეგად, სულ მცირე, 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
უწყების ცნობით, ასეთი ტიპის რაკეტების პირველი გასროლა 2023 წლის 30 დეკემბერს ზაპოროჟიეს მიმართულებით მოხდა. მომდევნო დარტყმა უკვე იანვარში კიევში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.