2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ პირველად, ირანში 1-ელ მარტს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ირანში 1-ელ მარტს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, დღეს, კი კანდიდატებმა კამპანია დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც 2022 წლის 16 სექტემბერს ე.წ. მორალის პოლიციის მიერ სასტიკი მოპყრობის შედეგად, 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ირანელი უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო ტალღას, რომელიც ამ ფაქტს მოჰყვა, 500-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, თითქმის, 20 ათასი დააკავეს.

ირანის 290-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 15 200 კანდიდატი იბრძოლებს, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. მაშინ, არჩევნებში აქტივობა 42%-ზე ოდნავ მეტი იყო, რაც 1979 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა.

ირანის არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს საბჭომ, 12 წევრისგან შემდგარმა სულიერმა ორგანომ, რომელთაგან ნახევარს უშუალოდ, უმაღლესი ლიდერი ნიშნავს.

კანდიდატებს შორის 1713 ქალია, რაც 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. მაშინ 819 ქალი კანდიდატი იყო.

არჩევნები 1-ელ მარტს გაიმართება, ახალი პარლამენტი კი მაისის ბოლოს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები