“ბელარუსის საზღვართან 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფება” – ვიქტორ ხრენინი
ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ამჟამად რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში საზღვრის გასწვრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების, “დაახლოებით, 112-114 ათასი” სამხედრო იმყოფება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “როსია-24″-თან ინტერვიუში თქვა.
„ამათგან 17 ათასამდეა ჩართული უკრაინა-ბელარუსიის საზღვრის უშუალო დაცვაში”, – თქვა მან.
ბელარუსელმა მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ ადრე უკრაინის საზღვართან რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გაცილებით მაღალრიცხოვანი ჯგუფი იყო მობილიზებული.
„ჩვენთვის უფრო დიდი საფრთხე მომდინარეობს დივერსიული ჯგუფებისგან“, – აღნიშნა ხრენინმა.