ნატოს ახალი გენერალური მდივანი, მაღალი ალბათობით, ნიდერლანდების პრემიერი გახდება, რომელსაც უკვე 4 აპრილს დაასახელებენ
ნატოს ახალი გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, ნიდერლანდების პრემიერი გახდება, რომელსაც მხარს აშშ-ის პრეზიდენტი უჭერს.
ამის შესახებ გადაცემაში Nieuwsuur ნიდერლანდელმა პოლიტიკოსმა, იააპ დე ჰოპ სხეფერმა თქვა.
ამავე დროს, Politico-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუტეს კანდიდატურას მხარს აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი და ალიანსის ორი მესამედი უჭერს.
“ვფიქრობ, მარკ რუტეს ძალიან კარგი შანსი აქვს, დაინიშნოს ნატოს ახალ გენერალურ მდივნად”, – თქვა ჰოპ სხეფერმა.
პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ნატოს ახალი გენერალურ მდივნად რუტეს დასახელება ალიანსის 72-ე წლისთავზე – 4 აპრილს მოხდეს.
იენს სტოლტენბერგმა პოსტი 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. მისი უფლებამოსილების ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. მას თანამდებობა 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა.