იენს სტოლტენბერგი – ირაკლი კობახიძეს: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან ერთად მუშაობას.

„პრემიერმინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატოში. მოხარული ვართ აქ თქვენი ხილვით. ჩვენ აქამდეც შევხვედრივართ, თუმცა, ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა თქვენი პრემიერმინისტრობის რანგში. შესაბამისად, ნება მიბოძეთ, დავიწყო თქვენი პრემიერმინისტრად დანიშვნის მოლოცვით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები