თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სივრცეში საცოცი კედელი მოეწყო

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის და ა(ა)იპ ,,გზა მშვიდობისკენ” პარტნიორობით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სივრცეში, საცოცი კედელი მოეწყო, სადაც კლდეზე ცოცვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველი საჩვენებელი ვარჯიში ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში „თეთრიწყაროს მეკლდეურების“ სამომავლო განვითარების მიზნით, დონორ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეები შეთანხმდნენ ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის ცენტრის დაქვემდებარებაში შეიქმნას მეკლდეურების სექცია, რომელიც მოზარდებს დაეხმარება გონებრივი და მოტორული უნარების განვითარებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის მენეჯერი, ანა ნადირაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.

აღნიშნულ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები