“რუსეთს არ აქვს ძალა, მიაღწიოს თავის მთავარ სტრატეგიულ მიზანს” – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს ძალა, მიაღწიოს თავის მთავარ სტრატეგიულ მიზანს, რაც წლის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღებას გულისხმობს.

ამის შესახებ მან ​WSJ-თან ინტერვიუში თქვა.

ამავე დროს, მან აღიარა, რომ უკრაინული ძალები, რომლებიც რაოდენობრივად და შეიარაღებით ჩამორჩებიან რუსებს, მძიმე მდგომარეობაში არიან.

თუმცა, ბუდანოვი ამბობს, რომ „რუსეთსაც აქვს პრობლემები – მისი არმია დიდწილად განადგურდა შემოჭრის პირველ წელს, ახლა კი ბრძოლის ველზე გაუწვრთნელ წვევამდელებს გზავნიან. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმაზე მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებენ, ვიდრე წარმოება შეუძლიათ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები