ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რუსლან მელაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქვემო ვაშლოვანში გმირი რუსლან მელაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

რუსლან მელაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო, იგი 2012 წლის 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. სოფელ ქვემო ვაშლოვანის სკოლა გმირის, რუსლან მელაძის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები