ნავალნის დედამ შვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით უკანონო ქმედების გამო საჩივარი სალიხარდის სასამართლოში შეიტანა
რუსეთის ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედამ – ლიუდმილამ სალეხარდის საქალაქო სასამართლოში კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ საჩივარი შეიტანა.
საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ ნავალნის დედას შვილის ცხედარს არ ატანენ. 20 თებერვალს ლიუდმილა ნავალნაიამ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მიმართა და შვილის ცხედრის გადაცემა მოითხოვა.
რუსული მედია წერს, რომ საჩივრის განხილვა დახურულ რეჟიმში 4 მარტს მოხდება.
19 თებერვალს ნავალნის გუნდს აცნობეს, რომ ცხედარს 14 დღის განმავლობაში გადასცემენ, რადგან მას “ქიმიური ექსპერტიზა” უტარდება.