საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის სახელზე შესულ წერილს აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს მიერ კლიმატის სამიტზე შეცდომით მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნილ მიწვევას ასაჯაროებს. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობამ მიმართა გაეროს სამდივნოს, შეესწორებინა შეცდომა, რის შემდეგაც სამდივნომ გამოაგზავნა ხელახალი მოწვევა, ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, ეს წერილიც დათარიღებულია 25 თებერვლით და შესწორებული ვერსია საქართველოს მისიაში შევიდა 30 მაისს, 5 ივნისს კი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
“საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროებთ მიმდინარე წლის 14 მარტს გაეროს სამდივნოს მიერ გაეროში საქართველოს წარმომადგენლობაში გაგზავნილ მოსაწვევს კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე დასასწრებად, სადაც შეცდომით იყო მითითებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავად მოსაწვევი დათარიღებულია 25 თებერვლით, სპეციალური შტამპი მიუთითებს, რომ იგი საქართველოს მისიაში შემოსულია 14 მარტს. გაეროში საქართველოს წარმომადგენლობამ მიმართა გაეროს სამდივნოს, შეესწორებინა შეცდომა, რის შემდეგაც სამდივნომ გამოაგზავნა ხელახალი მოწვევა, ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე. ეს წერილც დათარიღებულია 25 თებერვლით და შესწორებული ვერსია საქართველოს მისიაში შემოვიდა 30 მაისს, 5 ივნისს კი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

10695213_297853957087461_2094941740_n

10705247_297855260420664_851650051_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები