“უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად ხუთი თვე ემზადებოდნენ” – უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა – ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მოსაგერიებლად ხუთი თვე ემზადებოდნენ.

მისი თქმით, 2021 წლის შემოდგომიდან უკვე გაჩნდა გააზრება, რომ ომის სრულმასშტაბიანი იქნებოდა, ცხადი იყო, რომ მოწინააღმდეგეს შეტევა არა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან განხორციელდება, არამედ რუსეთის ტერიტორიიდანაც.

„ამიტომ, უკვე შემოდგომაზე დავიწყეთ გარკვეული მოქმედებები, რომ მას წარმატებით შევხვედროდით და მაქსიმალური ზარალი მიგვეყენებინა. გვესმოდა, რომ ძალების და საშუალებების ბალანსი არ იყო და არ იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენ არჩევანი მაინც არ გვქონდა – უნდა გადავრჩენილიყავით, რადგან ჩვენ უკან მთელი უკრაინა იყო. ამიტომ, ხუთი თვის განმავლობაში ვემზადებოდით სრულმასშტაბიანი აგრესიის მოსაგერიებლად. უკვე იანვარ-თებერვალში მივიღეთ შეტყობინებები დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, სადაც ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ვარიანტი შესაძლებელი იყო”,- თქვა მან.

მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში ყველა პოზიცია მაქსიმალურად გაძლიერდა, ყველა რეზერვი განაწილდა.

“ამიტომ, პირველ დღეს, როდესაც დაარტყეს ყველა სამეთაურო ცენტრს, ყველა საკონტროლო პუნქტს, ყველა ადგილს, სადაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ჯარების კონცენტრაცია და საწყობები, ისინი დაცარიელებულ ადგილებს დაარტყეს“, – განაცხადა ალექსანდრე პავლიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები