კაია კალასს რომ შეეძლოს, შავ ზღვას გუდაში გაახვევდა და ბალტიისპირეთში წაიღებდა” – რატი იონათამიშვილი

“კაია კალასს რომ შეეძლოს, შავ ზღვას გუდაში გაახვევდა და ბალტიისპირეთში წაიღებდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს, როგორც დამაკავშირებელ ქვეყანას, გადამწყვეტი პოზიცია უკავია.

“შესაბამისად, შავი ზღვის განვითარების პერსპექტივა საქართველოს გარეშე შეუძლებელია. სინამდვილეში, ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, სირაქლემის პოზაში ყოფნით ხაზს საკუთარ არაკომპეტენტურობას უსვამენ. ამ ყველაფრის უკან გორბაჩოვის კონსპექტებიც დგას, ვისთვისაც ხალხი და ხელისუფლება ერთი და იმავე არ იყო. ეს არის საბჭოური დამოკიდებულება და მენტალიტეტი. ხელისუფლება სწორედ ქართველ ხალხს წარმოადგენს და ქვეყნის ინტერესებს იცავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები