გაერო: “თალიბანის” განკარგულების შემდეგ, ავღანეთში ქალებს ქუჩაში გასვლის ეშინიათ

ავღანეთში გაეროს მისიის მოხსენების თანახმად, “თალიბანის” განკარგულების შემდეგ, რაც ქალებისთვის ქუჩაში გასვლისას ე.წ. მამაკაცი-მეურვის თანხლებით ჩაცმულობის წესის დაცვას გულისხმობს, ქალებს ქუჩაში გასვლის და საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენის ეშინიათ.

ამის შესახებ ABC News-ი გაეროს მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.

“თალიბებმა”, რომლებიც 2021 წელს აშშ-ისა და ნატოს ჯარების ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ ავღანეთის მთავრობას ხელმძღვანელობენ, ქალებს საზოგადოებრივი ცხოვრების უმეტეს სფეროებში მონაწილეობა, ასევე, გოგონებს მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაში სიარული აუკრძალეს.

იმ შემთხვევაში, თუ ქალი არ არის დაქორწინებული ან არ ჰყავს მამაკაცი-მეურვე, ვინ არ შეესაბამება ჰიჯაბის ტარების “თალიბანურ” ინტერპრეტაციას, მას შეზღუდული აქვს სამუშაოზე, მოგზაურობასა და ჯანმრთელობაზე წვდომა.

გაეროს მისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ განკარგულებები ხორციელდება დაპატიმრების, შევიწროებისა და დაშინების გზით.

ქალები ამბობენ, მათ სულ უფრო მეტად ეშინიათ საზოგადოებრივ ადგილებში სიარულის დაპატიმრების საფრთხისა და პოლიციის დაკავებასთან დაკავშირებული „გრძელვადიანი სტიგმისა და სირცხვილის“ გამო.

გამოკითხული ქალების ნახევარზე მეტი სახლის გასვლისას თავს დაცულად არ გრძნობს.

ამავე დროს, ზოგიერთი ქალი იმასაც ამბობს, რომ ქუჩაში ქალთან ერთად გასვლის შიში მამაკაცებსაც აქვთ, რადგან ამან შესაძლოა, “თალიბანის” მხრიდან მათი დევნა გამოიწვიოს.

“თალიბანის” სათნოების სამინისტროს სპიკერმა, აბდულ ღაფარ ფარუკმა თქვა, რომ “ტყუილი და გაუგონარი ამბავია”, რომ ქალებს მაღაზიებში სიარულის ეშინიათ.

„იმ დებისთვის (ქალები), რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ, არანაირი პრობლემა არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ქალები ბუნებით კაცებზე სუსტები არიან, შარიათმა გადაადგილებისას მაჰრამები მათი ღირსებისა და პატივისცემის დაცვისთვის დააწესა”,- ამბობს ის.

მისი თქმით, ქალების შევიწროება კანონს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები