ნოშრევან ნამორაძისთვის წარდგენილი მუხლი დაკვალიფიცირდა

ერეკლე კოდუას ძმის, ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ბრალდებით დაკავებული ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14:00 საათზე ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე ნამორაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას დააყენებს.
ნამორაძის ადვოკატის ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ნოშრევან ნამორაძისთვის წარდგენილი მუხლი დაკვალიფიცირდა და გულისხმობს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რაც იძლევა საფუძველს, რომ აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმროთი შეიცვალოს. კერძოდ, ნამორაძეს თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები