ტრამპი დიდ ბრიტანეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს, ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა, რაც თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტოდ ითვლება, – ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

ვიზიტი 2025 წლის 17-19 სექტემბერშია დაგეგმილი.

ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე პრეზიდენტს უინძორის ციხესიმაგრეში უმასპინძლებს.

როგორც მედია წერს, ამ ვიზიტით ტრამპი თანამედროვე ისტორიაში პირველი პოლიტიკური ლიდერი გახდება, რომელსაც ბრიტანეთის მონარქმა მეორე სახელმწიფო ვიზიტით უმასპინძლა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პირველად სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს 2019 წლის ივნისში, აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები