ტრამპი პუტინით იმედგაცრუებულია – „მეგონა, რომ ის სიტყვის კაცი იყო“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოგვარება ამ დრომდე შეუძლებელია.

ტრამპმა განაცხადა, რომ მას კრემლის ლიდერის ქცევა არ მოსწონს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით. მეგონა, რომ ის სიტყვის კაცი იყო, მაგრამ ყველას ბომბავს“, – აღნიშნა მან.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინაში სხვადასხვა სახის იარაღის გაგზავნას აპირებს, მათ შორის „პატრიოტების” სიტემის, რომლის ღირებულებაც სრულად დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები