ჭიათურაში, ბესარიონ ჟღენტის 122 წლისთავი აღნიშნეს

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ბესარიონ (ბესო) ჟღენტის დაბადებიდან 122 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც სოფელ ქვაციხეში გაიმართა – იქ, სადაც დაიბადა და აღიზარდა ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და მწერლობის გამორჩეული მკვლევარი”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ჭიათურის მერია ავრცელებს.

,,გივი მოდებაძემ თავის სიტყვაში განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება ტრადიციული გახდება , ასევე დაფუძნდება ბესო ჟღენტის სახელობის ლიტერატურული პრემია.

როგორც მერმა აღნიშნა , ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის წახალისებას, ლიტერატურისა და კრიტიკისადმი ინტერესის გაღრმავებას და ბესარიონ ჟღენტის ხსოვნის უკვდავყოფას.

ღონისძიება დატვირთული იყო მხატვრული ნომრებით და მოგონებებით ბესარიონ ჟღენტზე – ადამიანზე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურათმცოდნეობის და კრიტიკის განვითარებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები