თენგიზ შარმანაშვილი: „ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება, შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ
„ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას იმისთვის არ აპირებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დააკომპლექტონ, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილი ასევე გამოეხმაურა ,,გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მემორანდუმს, რომელიც დღეს, 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ ფორმდება.
„მათთვის ეს არჩევნები მომავალი დესტაბილიზაციის წყარო იქნება. ძალიან მაგრად წააგებენ და ეს შემდეგ არ გაუკვირდეთ. რაც შეეხება მათ მემორანდუმს, საქართველოს ისტორიაში მემორანდუმის გაფორმება და შემდეგ ერთმანეთის მიწაში ჩადება პირველად ხდება? ეს მემორანდუმები ყალბია. ასეთი მემორანდუმი საპარლამენტო არჩევნების წინაც დიადო. შემდეგ, ვითომ ერთობა შეინარჩუნეს? რა თქმა უნდა, მათ არავინ არაფერს ეკითხება, როლებს გადაუნაწილებენ – შენ იქნები რადიკალი, შენ შედარებით კონსტრუქციულიო. ორივემ იციან, რომ მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციის შექმნაა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.