ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

კელოგის ვიზიტის დროს უკრაინული მხარის მიერ წამოჭრილ თემებს შორის ერმაკმა აღნიშნა თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

„რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. მშვიდობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრინციპია და ჩვენ ამ მიდგომას ვუჭერთ მხარს“, – წერს ერმაკი.

კელოგმა უკრაინაში ვიზიტის შესახებ რომში გამართული უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდება .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები