14 ივლისი მწერალ ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა
1928 წლის 14 ივლისს, თბილისში, მწერალი ნოდარ დუმბაძე დაიბადა.
1950 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა.
1967-72 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” რედაქტორი. 1972 წლიდან მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.
1950 წლიდან დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები იბეჭდებოდა პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს.
მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1960) და „მე ვხედავ მზეს” (1962). ნოდარ დუმბაძის რომანებისა („მზიანი ღამე” (1967), „ნუ გეშინია, დედა!” (1971), „თეთრი ბაირაღები” (1973).
მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
გადაღებულია კინო-ფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1962 წ. რეჟისორი თ. აბულაძე), „მე ვხედავ მზეს” (1965 წ. რეჟისორი ლ. ღოღობერიძე), „გზა მშვიდობისა, ჯაყო“! , „ნუ გეშინია, დედა“! (1972 წ. რეჟისორი მ. კოკოჩაშვილი).
ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა 1983 წელს.