უკრაინის აღდგენას თითქმის 500 მილიარდი დოლარი დასჭირდება – მსოფლიო ბანკი

უკრაინაში რეკონსტრუქციის მთლიანი ღირებულება 202 3 წლის 31 დეკემბრისთვის 486 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“დაზიანებისა და სწრაფი აღდგენის საჭიროებების შეფასება (RDNA3)” უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის, ევროკომისიის და გაეროს მიერ არის გამოქვეყნებული.

უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ 2024 წელს ქვეყანას, დაახლოებით, 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება გადაუდებელი პრიორიტეტული აღდგენისთვის, როგორც ეროვნულ, ისე – ადგილობრივ დონეზე; განსაკუთრებული აქცენტით კერძო სექტორის მხარდაჭერასა და მობილიზებაზე, ასევე, საცხოვრებლის, სოციალური ქსელების აღდგენაზე, ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე.

როგორც RDNA3  უსვამს ხაზს,  მიუხედავად იმისა, რომ ამ დაფინანსების საჭიროებიდან, დაახლოებით, 5,5 მილიარდი დოლარი უკვე დაკმაყოფილებულია, როგორც უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, ასევე, მისი ბიუჯეტის მიერ, დაახლოებით, 9,5 მილიარდი დოლარი რჩება დაუფინანსებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები