“ვაგნერელები” “ახმატის” სპეცრაზმში გადავიდნენ

ჩეჩნეთის “ახმატის” სპეცრაზმში ორი მოხალისეთა რაზმი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც “ვაგნერის” ყოფილი წევრები შევიდნენ.

“ახმატის” მეთაურის მოადგილის, აფთი ალაუდინოვის თქმით, ახალი შენაერთების საერთო რაოდენობა ათას ადამიანს აჭარბებს.

მან აღნიშნა, რომ მოხალისეებმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს.

”ეს უკვე სამი სრულფასოვანი რაზმია, რომელიც “ვაგნერის” მებრძოლებისგან შედგება”, – თქვა ალაუდინოვმა და დასძინა, რომ ერთ ახალ რაზმში – 680 “ვაგნერელია”, ხოლო მეორეში – 380 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები