საჩხერის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

 საჩხერის მუნიციპალიტეტში  სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ერეკლე ჭიღლაძე ბაჯითისა და სარეკის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით ბაჯითში სასაფლაოს შემოღობვა და ფანჩატურის მოწყობა, ხოლო სარეკში მოსაცდელისა და ფანჩატურის მოწყობა აირჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარეკისთვის 20 000 ლარი, ხოლო ბაჯითისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები