ჩრდილოეთ კორეაში რუსი ტურისტების მისაღებად სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს

ჩრდილოეთ კორეაში რუსი ტურისტების მისაღებად ახალი ტურისტული ზონის, ვონსან-კალმას მშენებლობა დაიწყო, რომელიც მოიცავს 17 ჰოსტელს, 37 სასტუმროს, 29 სხვადასხვა მაღაზიას, ოთხკილომეტრიან სანაპიროს და სხვა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრიმორიეს ხელმძღვანელობა ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეაში პირველი ტურისტული ჯგუფი 9 თებერვალს გაემგზავრა.

ტურისტებმა მოინახულეს ფხენიანი და სათხილამურო კურორტი მასიკრიონი დაათვალიერეს.

“მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ტურისტული ზონა დაიწყებს ფუნქციონირებას და მიიღებს რუს ტურისტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ რუსეთიდან ჩასული ტურისტული ჯგუფი ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ჯგუფი გახდა. ტურისტების შემდეგ, ნაკადი ფხენიანს მარტის დასაწყისში ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები