მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო. ვიზიტის გადადების მიზეზად ფრანგული მედია უსაფრთხოებას ასახელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, ემანუელ მაკრონი ჯერ „სიმბოლური ვიზიტით“ უნდა ჩასულიყო ოდესაში, რომელიც ნაწილობრივ ფრანგების მიერ აშენებულ ქალაქად ითვლება, შემდეგ კი – კიევში.

როგორც მედია წერს, დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტიც. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები