ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდებენ
ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდებენ. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
თავის მხრივ ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცს უკრაინის დახმარებაში შეტანილი სამაგალითო წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.