17 სექტემბერი
10:00
“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თემა: “ქალთა მეწარმეობის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში”. მისამართი: ჩაჩავას ქ. №8 საკონტაქტო პირი: თამთა გერგედავა 599 47 44 30.
მიმდინარეობს
10:00
პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი, განახლებულ და რეაბილიტირებულ კერძო საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯს “ორიენტირს” ეწვევა. მისამართი: დადიანის 28 საკონტაქტო ნომერი: 599 57 20 55
მიმდინარეობს
10:00
დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: შარტავას #7
10:30
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ევროკავშირიდან თანათავმჯდომარე ჰერბერტ სალბერი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ქუთაისი, ვიქტორ დოლიძის სამუშაო ოთახი.
11:00
სოფელ ნატახტარში, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, საელჩოების წარმომადგენლებს “წყალი მარგებელის” ქარხანაში უმასპინძლებს. საკონტაქტო პირი: ნინო მჭედლიშვილი 599 97 85 27
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, საკანონდებლო ორგანოს ყოფილი წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას. თემა: საკრებულოსა და მერიაში არსებული პრობლემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კომპანია იუ-ჯი-თი უახლესი ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოდელის პრეზენტაციას გამართავს. ანალოგიურ საკლასო ოთახებს კომპანია რამდენიმე საჯარო სკოლაში მოაწყობს. ღონისძიებას მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება. მისამართი: უზნაძის #52 საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577 17 33 25
11:00
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში -,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, მურმან დუმბაძის სააკაშვილისა და ვარშალომიძესთან გარიგებაში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, ბარბარე რაფალიანცის საქმეზე, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე და პრეზიდენტის გაერში ჩაშლილ ვიზიტზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: ორპალატიანი პარლამენტისთვის ხელმოწერების შეგროვება. საკონტაქტო პირი: გოგი წულაია 599 23 70 07
11:45
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ევროკავშირიდან თანათავმჯდომარე ჰერბერტ სალბერი, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ქუთაისი, გიორგი ბარამიძის სამუშაო ოთახი.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაზე, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე და პრეზიდენტის გაეროში ჩაშლილ ვიზიტზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისის პარლამენტი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:00
“რედისონში” “ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის” პრეზენტაცია გაიმართება.
12:00
თელავში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, კახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდებიან და აგროდაზღვევის პროგრამას გააცნობენ. მისამართი: თელავი, ვაჟა-შაველას ქ. №3 საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე 577 58 50 58.
12:00
სოფელ ნატახტარში, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, საელჩოების წარმომადგენლებს “ნატახტარის ქარხანაში” უმასპინძლებს. საკონტაქტო პირი: ნინო მჭედლიშვილი 599 97 85 27
12:00
„შერატონში“, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობით, თემაზე:„საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანიზაციები“ მრგვალი მაგიდა გაიმართება. მისამართი: თელავის ქუჩა №7, დარბაზი „ოდიში“. საკონტაქტო პირი: ჯაბა სირაბიძე 595 08 04 24
12:00
“საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდსა და “საქართველოს ბანკს” შორის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: გაგარინის 29 ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან)
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაზე, მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე-მოსასმენი აპარატურის შესახებ ბრიფინგს გამართავს.
12:30
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრას გამართავენ. ქუთაისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
12:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ექსპერტი კახა კახიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:30
“პირველ პრესკლუბში” პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: მთავრობის კანცელარიაში ცილისმწამებლური წერილის გამო მინისტრის პირველი მოადგილისგან ბოდიშის მოხდა და პროფესიულ განათლებაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო განათლების მინისტრის გადადგომის მოთხონით პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წარმომადგნელები პრესკონფერენციას გამართვენ. თემა: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
13:00
“რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბარბარე რაფალიანცის საქმეზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე და შს მინისტრის სკანდალურ ინტერვიუზე ზონდერ-ჯგუფებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
13:00
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისის პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
13:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს. ქუთაისის პარლამენტი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.
14:45
მთავრობის ადმინისტრაციის მე-8 სართულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტომაშ ორლოვსკის შეხვდება.
16:00
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდებულ ილია დვალიშვილის საქმის განხილვას დაესწრება, რომელიც 2004-2006 წლებში ლევან ვარშალომიძისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ კონკრეტული მეწარმეებისაგან ფულის გამოძალვის ფაქტებზე ისაუბრებს. საკონტაქტო პირი: გოგი წულაია 599 23 70 07
16:30
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. ქუთაისის პარლამენტი, სათათბირო ოთახი N303
17:30
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. ქუთაისის პარლამენტი, სათათბირო ოთახი N303
18:00
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, მოყვარული მხატვრის დავით კოდუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – “ჩვენი კოლხეთი” გაიხსნება, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანის დავით ფიფიას ხსოვნას ეძღვნება.