“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 27 840 მიაღწია.
ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.
მათივე ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე 67 317 პალესტინელია დაშავებული.
აღსანიშნავია, რომ “ჰამასის” ჯანდაცვის უწყება თავის ციფრებში ყველა დაღუპულს და დაშავებულს ასახელებს – სამოქალაქო პირებს და “ჰამასის” მებრძოლებსაც. შესაბამისად, უცნობია, რეალურად რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა იერიშებს.
ისრაელში ადრე განაცხადეს, რომ “ჰამასის”, დაახლოებით, 10 000 წევრი მოკლეს.