ბორელი უკრაინას წლის ბოლომდე ევროკავშირისგან მილიონზე მეტ საბრძოლო მასალას დაჰპირდა
კიევში ვიზიტად მყოფმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა – ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ 2024 წლის ბოლომდე უკრაინამ ევროკავშირისგან 1,155 მილიონი საბრძოლო მასალა უნდა მიიღოს.
„ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი აგრძელებს ზრდას და განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მისი შესაძლებლობები 40%-ით გაიზარდა“, – თქვა მან.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის “დიდ პრიორიტეტად რჩება”.